вторник, 6 ноября 2018 г.

სადამრიგებლო კლასი


 სადამრიგებლო პროგრამა                                                
                                      დამრიგებლის  მუშაობის  მიზანი
დამრიგებელი  მოსწავლის  მრჩევლად  მოიაზრება.  მისი  მუშაობა  უნდა  ემყარებოდეს ზოგადი  განათლების    ეროვნულ  მიზნებს  და  ხელს  უწყობდეს  მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური   უნარების  განვითარებას,  მათ  ჩაბმას  სხვადასხვა  კლუბსა  თუ წრეში;  ასევე,  უნდა  უწყობდეს  ხელს  მოსწავლეებში  ჯანსაღი  ცხოვრების  წესის დამკვიდრებასუნდა  უვითარებდეს  ლიბერალურ  და  დემოკრატიულ  ღირებულებებზე დამყარებულ  სამოქალაქო  ცნობიერებას  და  ეხმარებოდეს  მათ  ოჯახის,  საზოგადოებისა და  სახელმწიფოს  წინასე  საკუთარი  უფლება - მოვალეობების  გაცნობიერებაში.
დამრიგებლის  მოვალეობები
ყველა  კლასს  თავისი  დამრიგებელი  უნდა  ჰყავდესდამრიგებელი  უნდა  ასწავლიდეს თავის  სადამრიგებლო  კლასს.
დამრიგებელს  ევალება:
·         სადამრიგებლო  საათის  ჩატარება  თვეში  მინიმუმ  4-ჯერ;
·         მოსწავლის  დახმარება  აკადემიური  თუ  სხვა  პრობლემის  გადაჭრაში;
·         მოსწავლესმშობლებსა  და  მასწავლებლებს  შორის  შუამავლობა  პრობლემების წარმოქმნის  შემთხვევაში;
·         მშობლებისათვის  შვილის  ყოფაქცევისა  და  აკადემიური  მოსწრების  გაცნობა  თვეში მინიმუმ  ერთხელ;  საკუთარი  სადამრიგებლო  კლასის  მოსწავლეების  დასწრების აღრიცხვის  ყოველდღიური  შემოწმება;
·         სასწავლო  წლის  დასაწყისშივე  მოსწავლისა  და  მისი  მშობლების  ინფორმირება მოსწავლის  მიერ    გაკვეთილების  გაცდენის  შემთხვევაში  მოსალოდნელი  სავარაუდო შედეგების  შესახებ;
·         სადამრიგებლო  კლასის  მოსწავლის  სხვა  სკოლაში  გადასვლის  შემთხვევაში,  მისი მიმღები  სკოლისათვის  მოსწავლის  აკადემიური  მოსწრებისა  და  გაკვეთილზე დასწრების  შესახებ  ინფორმაციის  მიწოდების  უზრუნველყოფა;
·         ამ  გეგმით  გათვალისწინებული  სხვა  ვალდებულებების  შესრულება.
დამრიგებელი  მშობლებს  შვილის  აკადემიური  მოსწრების  და  ყოფაქცევის  საკითხებს ინდივიდუალური  შეხვედრების  დროს  უნდა  აცნობდეს.  დაუშვებელია  ერთი მოსწავლის  ყოფაქცევისა  და  აკადემიური  მოსწრების  შესახებ  სხვისი  თანდასწრებით საუბარი.თუ  მოსწავლე  სკოლას  აცდენს,  დამრიგებელი  ვალდებულია,  გაიგოს  გაცდენის მიზეზი.დამრგებელი  პერიოდულად  უნდა  ეკითხებოდეს  საგნის  მასწავლებლებს სადამრიგებლო  კლასში  მოსწავლეების  აკადემიური  მოსწრების,  პიროვნული პრობლემებისა თუ  ზოგადი  წარმატებების  შესახებსასწავლო  წლის  დასრულებისას  მან უნდა  გააკეთოს  სადამრიგებლო  კლასის  თითოეული მოსწავლის აკადემიური  მოსწრების ,გაკვეთილზე  დასწრების  და  ქცევის  ანალიზი,  რის  საფუძვლეზეც  დაწერს  თითოეული მოსწავლის მოკლე  დახასიათებას.სადაც  დაწერს:
1.     მოსწავლის  ძლიერ  მხარეებს,  მის  წარმატებებს  როგორც  აკადემიური,  ისე  სოციალური  ურთიერთობების  თვალსაზრისით,  მონაწილეობას  წრეებშისპორტულ შეჯიბრებებსა   თუ  სხვა  სახის  ღონისძიებებში.
2.     მოსწავლის  აკადემიურიფიზიკური,  ემოციური  და  სოციალური  განვითარებისათვის მნიშვნელოვან  საკითხებს,   რომელთა  გათვალისწინებით  სასარგებლო  იქნებოდამოსწავლისათვის. 
                    იმ  შემთხვევაშითუ  მოსწავლის  საშუალო  წლიური  ნიშანი  5.1-ზე  დაბალია,  დამრიგებელი  ვალდებულია,  გააფრთხილოს   მშობელი    და  მოსწავლე  იმის  შესახებრომ აუცილებელია  მნიშვნელოვანი  პროგრესი  მომდევნო   სასწავლო  წლებში (თუ ეს არარის საფეხურის  ბოლო კლასი), რათა  მოსწავლემ  შეძლოს  საფეხურის  დაძლევა.დამრიგებელი  ვალდებულია  სეხვდეს  დაინტერესებულ  მშობელს   და  მიაწოდოს  ინფორმაცია  მისი შვილის აკადემიური   მოსწრებისქცევისა  და გაცდენების  შესახებ.
                                დამრიგებლის  მუშაობის  პრინციპები
დამრიგებლის  სააღმზრდელო მუშაობა შემდეგ  პრინციპებს  უნდა  ემყარებოდეს:
·         აღზრდის მთლიანობა სააღმზრდელო  მუშაობა  მიმართული  უნდა  იყოს პიროვნების  ფიზიკურიფსიქიკური,  სოციალური  და  სულიერი  განვითარებისაკენსააღმზრდელო  მუშაობის  მთავარი  პრინციპი  ფიზიკურად  და  ფსიქიკურად  ჯანსაღი მოქალაქის  აღზრდაა;
·        შემოქმედიაქტიური  პიროვნების  აღზრდა -ყველა  ბავშვი  უნიკალურიაისინი დაჯილდოებულნი  არიან  განსხვავებული  ნიჭიტა  და  შესაძლებლობებითსესაბამისადდამრიგებლის  ფუნქციაა მოსწავლის  შინაგანი  ძალების  აქტივაციადა  მათი ნიჭისა  და სწესაზლებლობების  გამოვლენისათვის  სათანადო  პირობების  შექმნა;
·         მოსწავლეთა  ჩართულობა ეს  პრინციპი  ხელს  უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და  ვალდებულების  გრძნობის განვითარებასდამრიგებელმა მოსწავლეთა  ჩართულობის  ხელშესაწყობად  საშუალება  უნდა  მისცეს  მათ  მონაწილეობა მიიღონ  აქტივობების (ზეიმებილაშქრობების  და სხვ.)  დაგეგმვასა  და ამ  დროს წამოჭრილი  პრობლემების  მოგვარებაში.  დამრიგებელმა  მაქსიმალურად  უნდა გაითვალისწინოს  მოსწავლეთა  ინტერესები.  ამგვარი  ჩართულობა მოსწავლეებს გამოუმუშავებს  ისეთ  უნარ-ჩვევებსრომლებიც  დაეხმარება  მათ  დამოუკიდებლად მოაგვარონ  ცხოვრებაში  წამოჭრილი  სირთულეები  და  ხელს  შეუწყობს  თავისუფალი პიროვნების  ფორმირებას;
·         თანამშრომლობის  პრინციპი -დამრიგებლის ურთიერთობა  მოსწავლეებთან  უნდა ემყარებოდეს  თანამშრომლობასურთიერთპატივისცემასა  და  ურთიერთნდობას .დამრიგებლის  მუშაობის  მიზანი  უნდა  იყოს  კლასში  თანამშრომლობითი  გარემოს შექმნა.
                   რეკომენდაცია სადამრიგებლო საათის პროგრამის  განხორციელებისათვის
სადამრიგებლო  საათი ხელს  უწყობს  მოსწავლეების  სოციალურ-პიროვნულ  განვითარებასაყალიბებს  ნდობისა  და პატივისცემის  ატმოსფეროს , რაც წარმოადგენს  მოსწავლეებსა და  მასწავლებელ-დამრიგებელს  შორის  პოზიტიური  ურთიერთობების საფუძველს.კლასთან  დამრიგებლის  მუშაობა,  სასურველია,  შემდეგი  ფორმითმიმდინარეობდესმოსწავლეებთან  საუბრებიკონკრეტულ  საკითხთან დაკავშირებით დისკუსიებისვიქტორინებისზეიმებისექსკურსიებისა  და ლაშქრობების  ორგანიზება;მოსწავლეთა საჭიროებებიდან  გამომდინარეცნობილ  ადამიანებთან  და  სხვადასხვა სპეციალისტებთან  თუ  ორგანიზაციის წარმომადგენლებთან  შეხვედრების მოწყობა.დამრიგებელმა  კლასის  საჭიროებებიდან  გამომდინარე  უნდა დაგეგმოს შეხვედრები  და ღონისძიებებიშესაძლებელია,  ამ  შეხვედრებს  ჰქონდეს  სისტემატური ხასიათიდამრიგებელი  უნდა  თანამშრომლობდეს  მოსწავლეთა  მშობლებთან,  საგნის პედაგოგებტან,  ხელს  უწყობდეს სხვადასხვა  კულტურულ  და  საგანმანათლებლო დაწესებულებებთან  (მაგბიბლიოთეკებთან,  მუზეუმთან  და სხვ.) ურთიერთობის დამყარებას.
სადამრიგებლო  სასაუბრო  თემები  მოქცეულია  შემდეგ  ოთხ მიმართულებაში;     1.   პიროვნული  და  მორალური  განვითარება;
  მეპიროვნებასოციუმი ჩემს გარშემოურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან,ტოლერანტობაადამიანთა უფლებებიზოგადასაკაცობრიო ღირებულებები,ეტიკეტითანამშრომლობის მნიშვნელობაცნება -“თანაკლასელი”;  ურთიერთობისას და სწავლის პროცესში წამოჭრილი სირთულეები და მათიმოგვარების გზებიკონფლიქტების აცილებისა და მოგვარების უნარებისგანვითარების აუცილებლობათვითრწმენა – საკუთარ თავსა და ძალებშიდარწმუნებაპატივისცემა – საკუთარი თავისსხვა ადამიანებისროდისვარღვევთ სხვათა უფლებებსროდის ირღვევა ჩვენი უფლებები?
   2.  გარემოსდაცვითი კულტურა  და  ცხოვრების  ჯანსაღი  წესი;
 პირადიჰიგიენაავადმყოფობის გავრცელების წყაროებისასარგებლო საკვებიდროის ორგანიზებადღის რეჟიმისპორტის მნიშვნელობამავნე ჩვევების საფრთხე.გარემოს და ბუნების მოფრთხილებაჯანსაღი ცხოვრების სტილი – რას ნიშნავსეს?
     3.  უსაფრთხოება  და  მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება;– ჩემიეზოჩემი სკოლაჩემი ქალაქი/სოფელიჩემი სამშობლოისტორია,გამოჩენილი პიროვნებებიმნიშვნელოვანი მოვლენებიტრადიციებიწესები და კანონები.
   4.  თვალსაწიერის  გაფართოება - ხელოვნებისლიტერატურისტექნოლოგიური  და  სამეცნიერო  მიღწევების  მნიშვნელობა;
სადამრიგებლო საუბრები  შესაძლოა  შედგეს  როგორც კლასში/სკოლაშიისე სკოლის გარეთაცმაგექსკურსიაზე  ან მუზეუმის  დათვალიერებისას.
 VII  კლასის სადამრიგებლო წლიური გეგმა
                                   

#
შესასრულებელი საკითხები
შესრულების     დრო
შენიშვნა
1
·                                კლასის კონტიგენტის დაზუსტება,
·                      
·                                წიგნების დარიგება,
·                      
·                               სასკოლო დოკუმენტაციის  და  ჟურნალის წარმოება



სექტემბერი
2
წლიური სამუშაო გეგმის შედგენა
სექტემბერი
3
მშობელთა კრება ორგანიზაციულ საკითხებზე
სექტემბერი
4
კლასის საათი ორგანიზაციულ საკითხებზე
სექტემბერი
5
ინდივიდუალური შეხვედრები მშობლებთან
მთელი წლის მანძილზე
6
მოსწავლეთა- გამოცხადებისა და დაგვიანების ყოველდღიური  აღრიცხვა
მთელი წლის მანძილზე
7
კლასის საათი
მიმართულება: თვალსაწიერის გაფართოება
 ,,ხატების  გამოფენა“ დათვალიერება

ოქტომბერი
8
ექსკურსია
გორი- სტალინის სახლ მუზეუმი -უფლისციხე - სამთავისი.

ოქტომბერი
9
კლასის  საათი: პიროვნული , მორალური  და სოციალური განვითარება.
თემა:“ უნდა გვეშინოდეს თუ არა კრიტიკის“.
ნოემბერი
10
კლასის საათი
თემა:,, სიმორცხვე“.
დეკემბერი
11
,,ვიქტორინა.“
დეკემბერი
12
მშობელთა კრება პირველი სემესტრის მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
დეკემბერი
13
პირველი სემესტრის შედეგების განხილვა.
იანვარი
14
კლასის საათი
თემა: ,,მარტოობა.“
თებერვალი
15
კლასის საათი
 თემა: ,,ჯგუფური თუ ინდივიდუალური.“
მარტი
16
კლასის საათი
თემა: ,,უკვე დიდი ვარ“
აპრილი
17
კედლის გაზეთის გამოშვება
აპრილი
18
ლაშქრობა თემაზე- ,,სპორტის მნიშვნელობა, გარემოს და ბუნების მოფრთხილება“
აპრილი
19
კლასის საათი
მიმართულება: შემეცნებითი და კულტურული განვითარება.
თემა: ,,იუმორი ჩვენს ცხოვრებაში“.
მაისი
20
მშობელთა კრება წლიური  მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
ივნისი
21
ექსკურსია
ივნისი
22
მიმოხილვა-წლიური შედეგების განხილვა.
ივნისი


სადამრიგებლო კლასი

  სადამრიგებლო პროგრამა                                                                                        დამრიგებლის    მუშაობის ...